logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი ზესტაფონსა და ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმის პრეზენტაციას გამართავს
„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი ზესტაფონსა და ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმის პრეზენტაციას გამართავს
13:50 28.05.2017
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის, სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.
როგორც ჩიქოვანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, გეგმა შლამსაცავის აშენებას, ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის ჩამოტანას და სხვა საკითხებს გულისხმობს. სამუშაო გეგმის დასრულებული ვარიანტის პრეზენტაციას ჩიქოვანი 11 ივნისს გეგმავს.

სამოქმედო გეგმის საბოლოო დამუშავებამდე ახალმა მმართველმა ადგილზე უკვე შექმნა ეკოლოგიის სამსახური, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას მუდმივად შეისწავლის და ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის გზებს დასახავს.

ახალ მმართველს სასამართლომ სრული წარმომადგნლობითი უფლებები მიანიჭა, თუმცა ნიკოლოზ ჩიქოვანი კომპანიის ძველ მენეჯმენტს და აქციონერებს უკვე შეხვდა და მათ „ჯორჯიან მარგანეცის“ ერთობლივი მართვა შესთავაზა.

„11 ივნისს გავმართავთ პრეზენტაციას და წარვადგენ ჩვენს სამოქმედო გეგმას იმის შესახებ თუ რა მიმართულებით ვიმუშავებ ეკოლოგიის პრობლემების გამოსასწორებლად. გეგმა ახლა დამუშავების პროცესშია. პირველ რიგში უნდა აშენდეს და მოეწყოს შლამსაცავი, უნდა მოხდეს ახალი, გამამდიდრებელი ფაბრიკის ჩამოტანა ... მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჭიათურაში ლაბორატორიის არ არსებობა, დავიწყეთ ლაბორატორიის შექმნა. გაუქმებული იყო ეკოლოგიური სამსახური, რომელიც აღვადგინე. შევკრიბე პროფესიონალების ჯგუფი, რომლებიც ყოველკვირეულად გააკეთებენ ანგარიშს. რაც შეეხება თანამშროლებს, მათი გათავისუფლება არ მოხდება, ყველა თანამშრომელი ადგილზე რჩება. მე სასამართლომ სრული წარმომადგენლობითი უფლებები მომანიჭა. დანიშვნისთანავე შევხვდი ძველ მენეჯმენტს, აქციონერებს და მათ ერთობლივი გახსნილი მუშაობა შევთავაზე. გავრცელდა ჭორები თითქოს სახელმწიფო, კომპანიის ექსპრობრიაციას აპირებს. არავითარ შემთხვევაში, ეს ასე არ არის. მე პატივს ვცემ სხვის საკუთრებას და ამიტომ მათ ერთობლივი მართვა შევთავაზე. მე ვაპირებ რომ ისინი საქმის კურსში იყონ ყველა იმ ოპერაციის შესახებ რასაც დავაპირებთ და თუ სურვილი ექნებათ ერთად განვახორციელებთ ამას, ჩემი ხელმძღვანელობით“- განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ზესტაფონში დამტვერიანებაა. მისი თქმით, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ის ფეროს შენადნობი ქარხნის დირექტორი იყო, 2003 წელს ფეროს ქარხნის მთელი ფილტრების სისტემა გამოიცვალა და ამან მაშინ მკვეთრად გააუმჯობესა მდგომარეობა. რაც შეეხება ჭიათურას, კომპანიის ახალი მმართველის განცხადებით, ჭიათურაში ძალიან მძიმე ვითარებაა, რომლის გადასაჭრელადაც მისი თქმით, სახელმწიფომ აქტიური მუშაობა დაიწყო.

„ ქარხანაა საყიდელი რომელიც 100% ით გამოასწორებს მდინარეში ჩამდინარე მანგანუმის პრობლემას. ქარხნის მთელი ნარეცხი მდინარეში ჩაედინება, არ არის შლამსაცავი, არის ხმაურის, მტვრის პრობლემა. ეს კატასტროფული მდგომარეობა ჭიათურაში წლებია არსებობს და ძალიან კარგია რომ სახელმწიფომ ამ პრობლემების მოგვარება დაიწყო. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა თაობების დაავადებას გამოიწვევს. ეს პრობლემები იმედია გადაწყდება იმ სამწლიან პერიოდში რა პერიოდითაც მე დავინიშნე მმართველად. ჩვენ ახლა მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, ვუკვეთავთ ახალ ქარხანას. ასევე საჭიროა რეკულტივაციის სამუშაოები სხვადასხვა კარიერებზე“- განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით 11 მაისს სპეციალური მმართველი შეიყვანა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა