თბილისში, საბურთალოს რაიონში, გარკვეულ ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

















