„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის
და მას სავარაუდოდ ისე გააგრძელებენ, არც გვკითხავენ.
ამ თემაზე სანიკიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ქართულ პოლიტიკაში აღმოსავლეთის პრობლემები თუ ვინმემ იცის, ერთ-ერთი მე გახლავართ... დამასკოს უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ბაშარ ასადს სტუდენტობიდან პირადად ვიცნობ. ბაშარ ასადი არც სადამ ჰუსეინია და არც კადაფი...დამასკოს უნივერსიტეტში სწავლისას ბაშარ ალ ასადს რამდენჯერმე შევხვდი. მაშინ ის სამედიცინო ფაკულტეტზე თვალის ექიმის სპეციალობას ეუფლებოდა. ბაძარ ასადი ძალიან განათლებული კაცია... ის და მისი ოჯახი შიიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის - ალავიტების წარმომადგენლები არიან. ალავიტები ძალიან დაახლოებული არიან ქრისტიანობასთან,“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

















