საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის შოთა მალაშხიას განცხადებით,
„რესპუბლიკელები“ არანაირი პროდასავლელები არ არიან.
ეს განცხადება მალაშხიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას გააკეთა.
„მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილის უამრავი განცხადება ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ახლა გაპანღურებული „რესპუბლიკელები“ კარში არიან გაჭედილი. ეტყობა, პანჩურს კიდევ მიიღებენ. მათზე დასავლეთში არავინ ამყარებს იმედებს. ფარული კადრების გავრცელებაც, რაც საქართველოში გახშირდა, რუსული სპეცსამსახურების მეთოდია. ასე მოექცნენ ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერ კასიანოვს“ - აცხადებს მალაშხია.