,,კავკასუს ონლაინისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დააბრუნეს“ ხელმძღვანელის მამია სანადირაძის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,
ქონების გაყოფის პროცესის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი და იდეოლოგია.
ამის შესახებ სანადირაძემ გაზეთ ,,რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ დაზარალებული ბიზნესმენის სასარგებლოდ, ამ ხნის განმავლობაში არაფერი არ დასრულებულა.
მისი თქმითვე, ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ნაძარცვი ქონების გადანაწილება მოხდა.
,,ქონების გაყოფის პროცესის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი და იდეოლოგი არის კახა კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ 2007-08 წლიდან, ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, სააკაშვილის კორუფციულ პრივატიზაციაში მონაწილეობდა. ნოღაიდელმა და კალაძემ ქობულეთის ინტურისტი, ,,საქჰოდრომშენენი“ და ,,საქენერგომშენი“ სიმბოლურ ფასად შეიძინეს. მაშინ ამ ყველაფრის 50%-ის მფლობელი იყო ნოღაიდელი-კალაძე, მეორე 50%-ის კი სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენები, ,,ჯი ემ სი ჯგუფის“ მფლობელები ხვიჩა მაქაცარია და რეზო შარანგია. იმ პერიოდიდან მოყოლებული კალაძე-მაქაცარია-შარანგია კარგი ბიზნესპარტნიორები არიან. მაშინ ისინი მფარველობდნენ კალაძეს, დღეს კალაძე მფარველობს მათ.
კალაძის გავლენით და მფარველობით რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზზე შემოიყვანეს ახალი კომპანია და მაქაცარია- შარანგიას სამარშუტო ტაქსები. ამან კი გაანადგურა ის ადამიანები ვინც მანამდე ამ მცირე ბიზნესში იყვნენ ჩართულნი და პრაქტიკულად, ულუკმაპუროდ დატოვეს. ეს დიდი ლუკმა კი კალაძე- მაქაცარიამ გადაყლაპა“-განაცხადა სანადირაძემ.
სანადირაძის განცხადებითვე, დღეს პროკურატურაში,,კავკასუს ონლაინის“ წართმევის საქმეზე გამოძიება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, რადგან მისი ამჟამინდელი მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა, რომელსაც კალაძე მფარველობს. აქედან გამომდინარე, სანადირაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა მაქაცარიას ხელს აფარებს.