უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ საუბრისას გიორგი აბაშიძის მიერ,
აჭარაში მამამისის პირველი პირობის დროს ჩადენილ მოქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასლან აბაშიძის ვაჟი ბათუმში სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიოდა.
,,გიორგი აბაშიძემ სჯობს გაიხსენოს, რომ ის თანხა, რომელიც მამამისმა ბათუმის სტადიონის ტაბლოს შესაძენად მისცა, სად გაფლანგა. ქალაქის მერი კაიფსა და კაზინოებში სიარულში რომ ხარჯავდა ფულს, განა ეს არავის ახსოვს? დედის დაკრძალვაზეც კაიფში იყო.
გარდა ამისა, გიორგიმ და მისმა ძმაკაცებმა ბათუმის ერთ-ერთი მოქალაქე, ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს. ამ ამბავმა ასლანი ისე გაამწარა, რომ შვილის ძმაკაცები დააჭერინა და ციხეში კარგა ხანს აყურყუტა. გიორგის ალბად ისიც დაავიწყდა, მისი მეგობრები პოსტასლანისტური პერიოდისთვის როგორ ემზდებოდნენ, ამბობდნენ მალე ბაბუ წავა და აჭარა ჩვენ დაგვრჩებაო. ასლან აბაშიძისთვის ასეთი შვილის ყოლა ნამდვილი ტრაგედიაა’’ - განაცხადა ბაკურიძემ.