logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
"kaspiy"(აზერბაიჯანი): დგას თუ არა დავით-გარეჯის მოვლენების უკან კრემლი
"kaspiy"(აზერბაიჯანი): დგას თუ არა დავით-გარეჯის მოვლენების უკან კრემლი
10:46 06.05.2019
აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ამ რამდენიმე დღის წინათ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ გართულებას, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით.

საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში გადმოცემულია სიტუაციის განვითარების ქრონიკა: აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ გზის ჩაკეტვა, არქიმანდრიტ კირიონისა და ქართული საზოგადოების რეაქცია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელსაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყების რეაგირება მოჰყვა და ა.შ.

„აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე ხდება, ორმხრივ ფორმატში, ერთმანეთთან კოორდინაციის ჩარჩოებში, ტარდება სახელმწიფო კომისიების სხდომები. დღემდე ჩატარებული 11 სხდომა, დელიმირებულია 314 კილომეტრი 480 კილომეტრიდან. საზღვრის 166 კილომეტრი ჯერ კიდევ ექსპერტების შესწავლის პროცესშია. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, საზღვრის დელიმიტირების მიზნით კომისია სარგებლობს 1938 წელს გამოშვებული რუკით (მასშტაბით 1:500 000), რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს სსრ-ების მიერ არის მიღებული. 1942 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება 1:100 1000-იანი მასშტაბის მქონე რუკის გამოშვების თაობაზე. გარდა ამისა, არსებობს რუკა, რომელიც 1963 წელს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. დღემდე დელიმიტაციის პროცესში მხარეები ამ რუკებით სარგებლობენ და პრობლემები ამასთან დაკავშირებით არასოდეს არ ყოფილა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში.

პუბლიკაციაში მოცემულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაც, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული: „დავით გარეჯის კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ. ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს“.

ამასობაში ქართულ პოლიტოლოგიურ და ჟურნალისტურ წრეებში უკვე განიხილება ვერსია, რომ ამ ყველაფრის უკან კრემლი დგას, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს დაპირისპირებით აზერბაიჯანთან და თურქეთთან. აღინიშნება, რომ კრემლის დამქაშებმა ელვისებურად აიტაცეს დავით გარეჯის გამო მომხდარი ინციდენტი... მათ შორისაა კრემლის საინფორმაციო რუპორი - სააგენტო „სპუტნიკი“ მარგარიტა სიმონიანის ხელმძღვანელობით.
ამრიგად, დღეს საქართველოში უკვე გაშვებულია ძალიან ეფექტური კამპანია იმ მიზნით, რომ საქართველოს მოქალაქეების ყურადღება რუსული ოკუპაციისა და კრემლის ანტიქართული პროპაგანდიდან სხვა საკითხზე გადაიტანონ. „სამართლიანად აღნიშნავს სააგენტო Грузия Online, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ სიტუაციას დაუყონებლივ უნდა გასცეს პასუხი. უპირველეს ყოვლისა კი სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს სადაო საკითხები პარტნიორებთან. ვერაფერს დავამატებთ - სიტუაცია სააგენტოს მიერ სწორადაა გაგებული“-წერს ავტორი.


წყარო: region.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა