logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„svpressa“(რუსეთი): სოხუმისა და ცხინვალის უდარდელი ცხოვრება მოსკოვს უფრო და უფრო ძვირი უჯდება
„svpressa“(რუსეთი): სოხუმისა და ცხინვალის უდარდელი ცხოვრება მოსკოვს უფრო და უფრო ძვირი უჯდება
13:42 14.02.2019
„ორი ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებმა 2019 წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს. შემოსავლების „ლომის წილი“ რუსეთის ბიუჯეტიდან გადარიცხვებითაა უზრუნველყოფილი: მოსკოვიდან სოხუმი და ცხინვალი 12 მილიარდ რუბლს მიიღებენ, მაგრამ... რუსეთში ასეთი „ხელგაშლილობით“ უკმაყოფილოთა რიცხვი მატულობს“-ნატქვამია რუსული გამოცემის, «Свободная пресса»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო პორტალი Region.ge გთავაზობთ ანტონ ჩაბლინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


ცხინვალი შარშანდელთან შედარებით 855 მილიონით მეტს მიიღებს

სამხრეთ ოსეთის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, 8,7 მილიარდ რუბლს შეადგენს, რომლიდანაც 7,5 მილიარდი რუსეთის ფედერაციისაგან გაწეულ „უანგარო დახმარებას“ წარმოადგენს. თუ გასული წლის მონაცემებს შევადარებთ - 2018 წელს სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტმა რუსეთისაგან 6,6 მილიარდი რუბლი მიიღო - გამოდის, რომ 2019 წელს „უანგარო დახმარება“ 855 მილიონით მეტია. თანაც გასულ წელს თუ ცხინვალის ბიუჯეტი დეფიციტური იყო, ახლა უკვე ნოლზე“ ჯდება, ანუ ხარჯები იმდენია, რამდენიც შემოსავლები. რუსეთის მიერ [ნაჩუქარი] ფულიდან თითქმის 4,7 მილიარდი რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება, ხოლო 2,8 მილიარდი -ბიუჯეტურ ინვესტიციებს. ეს ხარჯები გათვალისწინებულია „საინვესტიციო პროგრამით“, რომელსაც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო კურირებს. გავიხსენოთ, რომ ამ უწყებას გასული წლიდან სერგეი ჩებოტაროვი ხელმძღვანელობს, რომელიც მშვენივრად იცნობს ამიერკავკასიის ქვეყნებს წინა თანამდებობიდან: იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოში მუშაობდა და ურთიერთობა უხდებოდა აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, სომხეთთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან.

იანვრის ბოლოს სამინისტროს ხელმძღვანელები ცხინვალში ჩავიდნენ და სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრთან ერიკ ფუხაევთან ერთად იმ ახალი სამწლიანი „საინვესტიციო პროგრამის“ ირგვლივ იმსჯელეს, რომელიც 2020-2022 წლებში უნდა განხორციელდეს. ინვესტიციის კონკრეტული თანხა ჯერ-ჯერობით უცნობია.

აფხაზეთი: ოთხნახევარი მილიარდი რუბლი საჩუქრად

აფხაზეთის რესპუბლიკის 201ლ9 წლის ბიუჯეტი, რომელიც პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაამტკიცა, 9,8 მილიარდ რუბლს შეადგენს. ეს ცოტა მეტია, ვიდრე გასულ წელს, თუმცა ბიუჯეტი შარშანაც დეფიციტური იყო და მიმდინარე წელსაც ასეთივე დარჩა. შემოსავლებიდან 4,4 მილიარდი რუბლი რუსეთის „უანგარო დახმარებას“ წარმოადგენს, რაც შარშან გაწეულთან შედარებით უმნიშვნელოდ მეტია, ანუ სამხრეთ ოსეთივით შესამჩნევად გაზრდილი არაა. რაც შეეხება „საინვესტიციო პროგრამებს“: 736 მლნ. რუბლი კომუნალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე დაიხარჯება, 457 მილიონი - გაგრის საკუროროტო-ტურისტული ცენტრის განვითარებაზე, 148 მილიონი - ტყვარჩელის საავადმყოფოს რეკონსტრუქციაზე და 122 მილიონი - გაგრის №1 საშუალო სკოლის მშენებლობაზე.

აფხაზებს, უბრალოდ, მუშაობა არ უნდათ!

„საინვესტიციო პროგრამების“ შემუშავება საკმაოდ ნერვიულ ფონზე მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, წლის დასაწყისში აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ორჯერ მოხდა თავდასხმა - ოჩამჩირის რაიონის სოფელ თამიშში მოკლეს მიხეილ მასლოვი, ხოლო გაგრის რაიონის დაბა ლძააში (ლიძავაში) მიხეილ ევალენკოს კუთვნილი ავტომანქანა ააფეთქეს.

„იმ ბიზნესმენებს, რომლებთაც კაპიტალის დაბანდება სურთ, ვურჩევ ინვესტიციები უფრო ავღანეთში ან ერაყში ჩადონ, ვიდრე აფხაზეთში, - ამბობს «Свободная пресса»-სთან საუბარში სერგეი ჟავორონკოვი, მოსკოვის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - დღეს ტერმინი „აფხაზეთი“, ჩემი აზრით, „ნგრევის“ სინონიმი გახდა“ საკმარისია შეხედოთ უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, რკინიგზის ვაგზალს, სხვა ობიექტებს და თქვენ თვითონვე დარწმუნდებით. ბევრი აფხაზი, თავიწს მართლების მიზნით ამბობს, რომ ეს ყველაფერი 1992-1993 წლების ომის შედეგებიაო, მაგრამ, ვფიქრობ, მიზეზი უფრო ბანალურია - აფხაზებს მუშაობა არ სურთ. რუსებს აფხაზეთში უფლება არ აქვთ მიწა და უძრავი ქონება შეიძინონ, ისინი იძულებულნი არიან იჯარით გაიფორმონ ან კიდევ რაღაც ადგილობრივი სქემებით ისარგებლონ, შემდეგ კი, სამწუხაროდ, ადგილობრივი რეიდერების მსხვერპლნი ხდებიან. აფხზეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“. ცნობილია სკანდალური შემთხვევა, როცა პარლამენტი დიდი ხნის განმავლობაში არ იძლეოდა ნებართვას მკვლელი დეპუტატის ნოდიკ კვიცინიას დაპატიმრებაზე, მან მიმალვა შეძლო და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გახდა მისი დაკავება შესაძლებელი“.

წყარო: region.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა