logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დანიური გამოცემა ოკუპირებულ აფხაზეთს „აფხაზეთის რესპუბლიკად” მოიხსენიებს
დანიური გამოცემა ოკუპირებულ აფხაზეთს „აფხაზეთის რესპუბლიკად” მოიხსენიებს
19:10 19.12.2018
დანიური გამოცემა «Kristeligt Dagblad»-ი, საქართველოს ძირძველ, ამჟამად კი ოკუპირებულ ტერიტორიას „აფხაზეთის რესპუბლიკად“ მოიხსენიებს.

გამოცემა, ჟურნალისტ იენს მალინგის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავტორის ყოფნის შთაბეჭდილებებს ასახავს, თუმცა ჟურნალისტი აფხაზეთს ფაქტიურად დამოუკიდებელი ქვეყნის რანგში წარმოაჩენს.

მართალია სტატიის ერთ მომენტში ის 1992-93 წლის ომს სამოქალაქო ომად აფასებს და ამბობს, რომ ამ ომის შემდეგ აფხაზეთი დე-ფაქტო დამოუკიდებელ ქვეყნად იქცაო, მაგრამ შემდგომ, სტატიის სხვა ფრაგმენტებში, ის აფხაზეთს რესპუბლიკად მოიხსენიებს და წერს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთსა და საქართველოს შორისაა მოქცეული“, რომელიც „ომის შემდეგ დამოუკიდებელი გახდა“.

საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ მასალის ქართულენოვენ ვერსიას მცირე შემოკლებით:


აფხაზეთში ჩასული ტურისტების უმრავლესობა დროის ყველაზე დიდ ნაწილს შავი ზღვის ნაპირზე ატარებს: მშვენიერი პლაჟები, სუბტროპიკული კლიმატი და მსუბუქ ნიავზე შერხეული პალმები დასვენებისათვის იდეალურ პირობებს ქმნიან. და მაინც, მოგზაურებმა ერთი დღე მაინც უნდა დაუთმოს ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობას - მთებში მდებარე რიწის ტბას.

ექსკურსიის ორგანიზება სოხუმში ძალიან იოლად და სწრაფად ხდება: მძღოლი რუსი ტურისტების ჯგუფს აყალიბებს და მიკორავტობუსისკენ ეპატიჟება, რომელიც რამდენიმე წუთში მთლიანად ივსება. მეც მათ შორის ვარ. ქალაქიდან გასვლის დროს ახალგაზრდა გიდი ტურისტებს აფხაზეთის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს გვაცნობს: აფხაზეთს მდიდარი ისტორია აქვს. აფხაზები ამაყი ხალხია, რომელსაც თავისუფლება ძვირი დაუჯდა - 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რასაც 1992-1993 წლების სამოქალაქო ომი მოჰყვა. იმ დროიდან აფხაზეთი დე-ფაქტოდ დამოუკიდებელი ქვეყანაა.

ექსკურსიამძღოლი გვიყვება იმ ისტორიულ ძეგლებზე და მემორიალებზე, რომლებსაც მიკროავტობუსის სარკმლიდან ვხედავთ.

ავტომობილი ზღვის ნაპირიდან მკვეთრად უხვევს და აღმართს მიუყვება. უკვე მთის თეთრ მწვერვალებს ვხედავთ. აფხაზეთში მყინვარებიანი ბევრი მაღალი მთაა, რომელთა სიმაღლე 4 ათას მეტრზე მეტია, მათ შორის კი ღრმა ხეობებია. ერთ-ერთში კი რიწის ტბაა, რომლის სანახავად ახლა მივდივართ. ჩვენი ავტობუსი ვიწრო ხეობაში შედის, ირგვლივ კედლებივით ვერტიკალურად აღმართული კლდეებია. ერთ-ერთის ძირში ტბაა, რომელშიც კრისტალურად სუფთა წყალია. გზა სულ უფრო მაღლა მიდის, ქვემოთ კი აქაფებული მდინარე ლოდებს ეხეთქება. ტურისტები შიშით უყურებენ მდინარეს თავბრუდამხვევი სიმაღლიდან.

ირგვლივ ველური მცენარეულობაა, სუბტროპიკული ლიანები... თავი ჯუნგლებში გეგონება. გიდი ამბობს, რომ რიწას ვუახლოვდებიათ და აი, რიწაც - ტბის ზედაპირზე მზის სხივები თამაშობენ, რიწა გვესალმება. ტბის ირგვლივ უღრანი ტყით დაფარული მაღალი მთებია, ფერდობები თითქმის ვერტიკალურად ეშვებიან წყლისკენ, სადაც ფიჭვებისა და ნაძვების ანარეკლი ჩანს (...)

განუმეორებელი ადგილი კავკასიაში

1930-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში ტურიზმის განვითარება დაიწყო, რიწა კავკასიაში ერთ-ერთი მთავარი და პოპულარული მიმართულება გახდა. იმ პერიოდიდან აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო საბჭოური ტურისტული პროპაგანდის ძირითადი ობიექტი გახდა - „წითელ რივიერაზე“ ასი ათასობით საბჭოთა მოქალაქე იკაჟებდა ჯანმრთელობას. კომუნისტური ქვეყნის მოსახლეობისათვის - კომეურნეებისა და ქარხანა-ფაბრიკების მუშა-მოსამსახურეებისათვის - მთებში მდებარე რიწის ტბა საოცრებად აღიქმებოდა.

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები - იოსებ სტალინიდან დაწყებული და მიხეილ გორბაჩოვით დამთავრებული - ტბის ნაპირზე აგებულ სააგარაკო სახლში ისვენებდნენ და სუფთა ჰაერით სუნთქავდნენ, ტბის სილამაზით ტკბებოდნენ, შემდეგ კი ისევ კრემლში ბრუნდებოდნენ და მორიგ პოლიტიკურ მაქინაციებს გეგმავდნენ.

ცაში აზიდული მთებიდან ტბისაკენ ბევრი სწრაფი და ჩანჩქერებიანი პატარა მდინარე ეშვება. ტურისტები წყლის ველოსიპედებით ტბაზე ცურავენ. ახლოს მდებარე რესტორნიდან მადის აღმძვრელი სუნი მოდის - ცხვრის, ღორის თუ საქონლის ხორცისგან რაღაც გემრიელ საჭმელს ამზადებენ (...) მოსაღამოვდა და სოხუმში ვბრუნდებით.

რიწის ტბა და აფხაზეთი

მთის ტბის სიღრმე 11 მეტრია, პერიმეტრი - 4,29 კილომეტრი, სიმაღლე ზღვის დონიდან - 950 ფუტი.

აფხაზეთის რესპუბლიკა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს და რუსეთს (ჩრდილოეთიდან) და საქართველოს (სამხრეთიდან) შორის არის მოქცეული. ფართობით ჩვენს კუნძულ ზელანდიაზე ცოტათი დიდია, დედაქალაქი - სოხუმი. აფხაზეთი საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს ჯარის წინააღმდეგ წარმოებული ომის შემდეგ, 1993 წელს, აფხაზეთი დამოუკიდებელი გახდა.

ტურისტთა უმრავლესობა ზღვასთან ახლოს განლაგებულ კერძო სასტუმროებში ჩერდება, რომლებიც სოხუმსა და გაგრას შორის მრავლად არიან. რიწის დათვალიერება ერთდღიანი ექსკურსიით ხორციელდება.

აფხაზეთის ვიზის მიღება ძალიან იოლად შეიძლება - შეხვალთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე და იქვე შეავსებთ. პირდაპირი ფრენები აფხაზეთში არ არის, მაგრამ იქ ჩასვლა შეიძლება ან სტამბოლიდან, ან მოსკოვიდან, სოჭის ავიარეისით - სოჭის აეროპორტი საზღვართან ახლოს მდებარეობს. გარდა ამისა, მოსკოვიდან სოხუმში კვირაში ორჯერ სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლაც ხორციელდება, მანძილის დაფარვას 48 საათი ჭირდება.

აფხაზეთის სხვა ღირსშესანიშნაობები

საბჭოთა დიქტატორს იოსებ სტალინს აფხაზეთი უყვარდა. იგი ხშირად ისვენებდა პატარა შავიზღვისპირა რესპუბლიკაში, სადაც ბელადისათვის რამდენიმე აგარაკი აშენდა - რიწის გარდა, გაგრაში და ახალ ათონში.
აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმს დღემდე „საბჭოური სამოთხის არომატი“ აქვს. შეგიძლიათ პლაჟზე რუს ტურისტებთან ერთად გაირუჯოთ ან ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სანაპიროზე, ყავა მიირთვათ.


წყარო: region.ge



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა