logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნა 2018 წელსაც გაგრძელდება საქართველო-გერმანიის წლის მეორე ნახევარი მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით დაიწყება
საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნა 2018 წელსაც გაგრძელდება საქართველო-გერმანიის წლის მეორე ნახევარი მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით დაიწყება
15:22 29.08.2017
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟითა და სლოგანით - „მომავლის მემკვიდრეობა“, საქართველო და გერმანია აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: ორასი წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლასა და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს. საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნა 2018 წელსაც გაგრძელდება, კერძოდ, 2018 წელს სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და გერმანიის მხრიდან მისი აღიარების 100 წლისთავი.
საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2017 წელს ორგანიზებას უწევენ და აფინანსებენ საზეიმო ღონისძიებებს ორივე ქვეყანაში.


2017 წლის პირველი ნახევრის მსგავსად, მომდევნო თვეების პროგრამაც მრავალ ღონისძიებას მოიცავს, რომლებიც საქართველოსა და გერმანიის შორის არსებული ურთიერთობების მრავალფეროვნებას გამოხატავს.

მათ შორის იქნება კულტურული ღონისძიებები, როგორიც არის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები და ლიტერატურული საღამოები, თუ ეკონომიკური ფორუმები და განვითარების თანამშრომლობის, მეცნიერების, განათლების თუ სპორტის დარგის პროექტები.
ოთხშაბათს, 30 აგვისტოს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „საზღვარი“. ხელოვნების ეს რამდენიმე წლიანი პროექტი ეძღვნება შემდეგ კითხვებს: სად მთავრდება ევროპა და სად იწყება აზია? სად მთავრდება აზია და სად იწყება ევროპა? რა გავლენა აქვს საზღვრებს, და ვინ ავლებს მათ? პროექტს ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი ინკე არნსისა და თიბო როიტერის კურატორობით მრავალ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიასა და ცენტრალურ აზიაში.
1-დან 7 სექტემბრამდე გაიმართება ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული ნაწილი, რომელიც მოიცავს გერმანული ანიმაციური ფილმების ჩვენებას, ცოცხალ მუსიკასა და ვორკშოპს, რომელიც გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელდება.
4 სექტემბერს ბაგებში გაიხსნება თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ახალი შენობა. გერმანულ-ქართული ურთიერთოებების სკოლა მშობლების ინიციატივით დაარსდა და სხვადასხვა კულტურისა და ეროვნებისა მოსწავლეებს საერთო მომავალისთვის ამზადებს.
გაგაცნობთ ასევე საქართველო-გერმანიის წლის პროგრამის ზოგიერთ ღონისძიებას: მუსიკალური ფესტივალი „Camera Obscura“ 19-დან 24 სექტემბრამდე, ბოლნისობა 7 და 8 ოქტომბერს, „საშა ვალცისა და სტუმრების“ ქორეოგრაფიული წარმოდგენა 21 და 22 ოქტომბერს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა