logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში ჰენესის მიწასთან, განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალი გეგმები დაისახა
მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში ჰენესის მიწასთან, განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალი გეგმები დაისახა
20:05 27.08.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის მიწაზე ვიზიტი დაასრულა.



საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით ესტუმრა.
ბატონ როტთან შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე გერმანიის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობა. მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საქართველო-გერმანიის წლის მიმდინარეობა. ხაზი გაუსვეს მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მრავალფეროვნებას, რაც ემსახურება ორი ქვეყნის ხალხთაშორისი, კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ორი ერის დაახლოებას.

ბატონი როტის განცხადებით "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდრო და საიმედოა ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის.“


ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან და ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან.



როგორც მინისტრმა ვიზიტის შეფასებისას განაცხადა საქართველოსა და ჰესენის მიწას აქტიური ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა აკავშირებთ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანულ-ქართული მეგობრობის წელი, ჰესენის მიწაზე სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველოს მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, „ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა გერმანიასა და ევროპაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის და საქართველო-გერმანიის კიდევ უფრო დაახლოებისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.





მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა ჰესენის მიწასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და აღნიშნა, რომ გერმანული დუალური განათლების სისტემის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამ მიმართულებით ჰესენის მთავრობასთან საქართველო უკვე თანამშრომლობს, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში კი დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, კონკრეტულად სასწავლებლებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები.



ვიზიტის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ბად ჰერსფელდის საერთაშორისო ფესტივალის, დახურვის კონცერტს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართულმა ანსამბლმა „თუთარჩელამ“. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „თუთარჩელა“ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.



გერმანიის ქალაქი ბად ჰერსფელდი აღნიშნულ ფესტივალს 1951 წლიდან მასპინძლობს. ღონისძიება უძველესი მონასტრის ნანგრევებში ტარდება და მთელი ევროპის მასშტაბით პოპულარულია. აღსანიშნავია რომ საქართველო ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობს.


კონცერტს 1400-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ქართული გუნდის გამოსვლამ გერმანელი მსმენელების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა