logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: გერმანია საქართველოს ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: გერმანია საქართველოს ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე
12:10 27.08.2017
"მოხარული ვარ ვუმასპინძლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბად ჰერსფელდში - ევროპისა და გერმანიის ცენტრში. მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდრო და საიმედოა ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის. ეს არის პოზიტიური სიგნალი მომავლისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე, არამედ ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, მედიის, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენელთათვის რათა მათ მონაწილეობა მიიღონ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში“ - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა მიხაელ როტმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



მიხეილ ჯანელიძე ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს სწორედ სახელმწიფო მინისტრის მოწვევით სტუმრობს.



სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე გერმანიის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობა.



საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხაელ როტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი საკითხების, სამიტის პრიორიტეტებისა და ქართული მხარის მოლოდონების შესახებ.



მინისტრებმა აღნიშნეს საქართველო-გერმანიის წლის ეფექტური მიმდინარეობა. ხაზი გაუსვეს მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მრავალფეროვნებას, რაც ემსახურება ორი ქვეყნის ხალხთაშორისი, კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ორი ერის დაახლოებას. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფრანქფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა