logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: არ დავიღლები ვემსახურო თბილისს და თბილისელებს
კახა კალაძე: არ დავიღლები ვემსახურო თბილისს და თბილისელებს
21:04 26.08.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბის გახსნაზე თავდაპირველად, ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, ყველა ჯარისკაცს, პოლიციელს, ყველა მოქალაქეს, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებაში და ხელმძღვანელობდა საგანგებო შტაბს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა კალაძემ.

მერობის კანდიდატმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ასევე, თბილისელებსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.

„თბილისის მერობის კანდიდატად ჩემი დასახელება ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს - იყო თბილისის მერი. სახელისუფლო გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერით, თბილისის გამოწვევებთან გამკლავებას შევძლებთ. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, თბილისელებს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ეს გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას გადავლახო ნებისმიერი გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.

კალაძის თქმით, მის გუნდს კარგად ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს. ასევე, კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები.

როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და დღესაც კეთდება, თუმცა საზოგადოება, თბილისი ვითარდება და საჭიროა, ბევრად უფრო მეტი გაკეთდეს.

„ვიშრომებ თითოეული თბილისელისთვის, თითოეული თქვენგანისთვის. არ დავიღლები მუშაობით, არ დავიღლები ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ თბილისი ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა კალაძემ.

მერობის კანდიდატი ასევე დარწმუნებულია, რომ თბილისელები მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აუცილებლად მივლენ.

„თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ სიცოცხლით სავსე ქალაქის წინსვლაში. დღეიდან, ჩვენი საარჩევნო შტაბი გახსნილია, იმუშავებს მუდმივ რეჟიმში და მისი კარი ღია იქნება თითოეული თქვენგანისთვის“, - აღნიშნა მან.

კალაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბები, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე ყველა რაიონში ფუნქციონირებს, დანიშნული არიან შტაბის ხელმძღვანელები და გუნდი მზადაა, საარჩევნო კამპანია დაიწყოს.

რაც შეეხება მერობის კანდიდატის სამოქმედო გეგმებს, კალაძის თქმით, ის უახლოეს მომავალში, საზოგადოებას ხედვებსა და კონკრეტულ მიმართულებებს წარუდგენს, რაზეც ოთხი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა