logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერაციასთან უსაფრთხოებისა და ევროპულ საკითხებში ჰესენის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერაციასთან უსაფრთხოებისა და ევროპულ საკითხებში ჰესენის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
11:45 26.08.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ჰესენის სახელმწიფო მინისტრს ფედერაციასთან უსაფრთხოებისა და ევროპულ საკითხებში.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭირო ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.



სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე.



ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჰესენის მიწაზე საქართველოს შემდგომი პოპულარიზაციისა და ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომში აქტიურად ითანამშრომლონ და მიმართონ ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით.



მათ შორის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ჰესენის სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტულობაზე, ასევე ჰესენის მიწის ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესების მნიშვნელობაზე.



მხარეების მიერ აღინიშნა, რომ გერმანული ეკონომიკა საკმაოდ კარგად არის საქართველოში წარმოდგენილი.



საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰესენის სახელმწიფო მინისტრს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.



შეხვედრაზე ლუსია პუტრიხმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია.



"ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. განვიხილეთ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები და უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. ვისაუბრეთ ევროკავშირის პროგრამების შესახებ, რომლებიც საქართველოს განვითარებას უწყობს ხელს და აღვნიშნეთ, თუ რამხელა ძალისხმევა არის საჭირო იმისთვის, რომ მოახდინო ასოცირების ხელშეკრულების სრული იმპლემენტაცია და კიდევ უფრო და უფრო დაუახლოვდე ევროკავშირს" - განაცხადა ლუსია პუტრიხმა.



ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-გერმანიის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. მხარეები მიესალმნენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს ორი ქვეყნის ისტორიულ კულტურულ კავშირებს. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს საპატიო სტუმრის ქვეყნის სტატუსით საქართველოს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა