logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს
„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს
12:53 24.08.2017
„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
„ჩემო თანამოქალაქეებო, გილოცავთ კონსტიტუციის დღეს. 22 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის, ღირსშესანიშნავი დღე ქვეყნის უახლეს ისტორიაში. სწორედ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის არსებობა და დაცვა უზრუნველყოფს მშვიდობას, თავისუფლებასა და წარმატებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ფორმირებას.
კონსტიტუცია სახელმწიფოს ხერხემალს წარმოადგენს. სწორედ მას ეფუძნება ჩვენი საკანონმდებლო ბაზაც. ეს არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური, კონსესუსის შედეგს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს, გვაერთიანებს.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ სწორედ ამ სიტყვებით იწყება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ეს დოკუმენტი ასახავს ხალხის საერთო მისწრაფებებს, პრინციპებსა და ღირებულებებს. უზენაესი კანონი თითოეული ჩვენგანის კუთვნილებაა და ამავდროულად, თითოეულ მოქალაქეს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დავიცვათ ის.
დღეს ჩვენს ქვეყნაში უმნიშვნელოვანესი პროცესი ვითარდება, რაც გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. აუცილებელია, საზოგადოების აქტიური, ფართო ჩართულობა ამ პროცესში. გააქტიურებისკენ მოვუწოდებ ახალგაზრდებსაც. ვისურვებდი, ვხედავდე მეტ ინტერესს, რადგან ეს ცვლილებები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურობასთან. ამასთან ერთად, მიუხედავად, საზოგადოებაში დღეს არსებული განსხვავებული პოზიციებისა, მჯერა, აუცილებლად შევძლებთ საერთო თანხმობის მიღწევას“-ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა