ბათუმში „სახალხო კრების,“ „ქართული დასისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ აქცია მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული დასის“ ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, აქციაში 400-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის არიან ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ბაღათურიას თქმით, რეგიონში მოქმედებენ ანტიქართული ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარა თურქეთის ნაწილია.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მთავარი მიზანია აჭარის ხელახალი დაკარგვისაგან გადარჩენა, რისთვისაც აუცილებელია საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია.
აქციის მონაწილეები იუნკერების საფლავის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაემართებიან.

















