საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
მისივე თქმით, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესაბამისი დოკუმენტი ახლა კონტრასიგნაციისთვისაა გადაგზავნილი.
„მინდა შევეხო თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც დავნიშნე 2017 წლის 21 ოქტომბერს. მოგახსენებთ შესაბამის აქტს, რომელიც გადაგზავნილია ამ მომენტისთვის კონტრასიგნაციაზე. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 133-ე მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველოსის კოდექსის 150-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის, წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნებს 2017 წლის 21 ოქტომბერს, საზოგადოება, პოლიტიკური ძალები ამის თაობაზე იყო ინფორმირებული 2 თვით ადრე. ახლა ესაა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც გადაიცა და რომელიც გადაგზავნილია კონტრასიგნაციაზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

















