საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზუსტ
თარიღს ხვალ დაასახელებს.
მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი ცნობილი გახდება, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.
არჩევნების თარიღის დანიშვნისთვის პრემიერის კონტრასიგნაციაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ როგორც 27 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

















