პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, კოალიციის მიერ მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე ხალხმრავლობას ელოდება.
ინფორმაცია ამის შესახებ „ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
„ფეისბუქის“ გვერდზე ივანიშვილი მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„მთიელები მაგარი ხალხია და ნახავთ რამდენიც მოვა. ერთი მშიშარა კაცი ვერაფერს იზამს და ვერავისაც შეაშინებს. აბსოლუტური უმრავლესობა არის მომართული და 1 ივლისსაც ბევრი ხალხი მოვა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვეტყვი მოსახლეობას, აუცილებლად მოდით, რამდენადაც ჩვენი ძირითადი ძალა არის ერთობაში. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და მცხეთაში კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი დიდი მუხტი“ - აცხადებს ივანიშვილი.
„ქართული ოცნების“ აქცია ხვალ მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 19.00 საათზე დაიწყება.

















