logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე
არჩილ თალაკვაძე: მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე
20:47 18.08.2017
"მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე - ახალი კონსტიტუცია ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უნდა უზრუნველყოფდეს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის დღევანდელი ფორმატი არაერთხელ იქნება გამოყენებული მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებისთვის.
„ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს და ვმონაწილეობთ ქვეყნის განვითარების პროცესში, ამიტომ, მჯერა ახლო მომავალში არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შეხვედრას იგი გაუძღვება და შეხვედრის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით გავუძღვე ამ შეხვედრას. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. წინ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ სტრასბურგშიც, ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაზე“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს უჭერს კლასიკური საპარლამენტო მმართველობას ძლიერი პარლამენტით.
„კონსტიტუციის პროექტი და პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს ცნობილია - ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზეპარტიული პრეზიდენტით“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მან შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვაც კონსტიტუციაში სურთ.
„მინდა გთხოვოთ, თითოეულმა პარტიამ დააფიქსიროთ ის საკითხები, რისი ასახვაც ახალ კონსტიტუციაში გსურთ, ასევე ის საკითხები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც მხარს დაუჭერდით ახალ კონსტიტუციას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაცია მედიას და საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა