ესპანეთის სამეფოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ქ. ბარსელონაში საქართველოს
საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია“-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

















