საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-
მოურავმა დღეს მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა.
ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ამიტომ მას არჩევნებამდე უფლებამოსილება დროებით შეუწყდება, ხოლო დაბრუნდება თუ არა ის პარლამენტში, ეს მერის არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

















