logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
12:46 16.08.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტ. ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობებში გამოკვეთილ მზარდ დინამიკას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე პრიორიტეტებს, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკას და ასევე, რეგიონალურ საკითხებს დაეთმო.

ვახტანგ მახარობლიშვილმა გერმანელ პარლამენტარს გერმანიის ფედერალური მთავრობისა და პარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბუნდესტაგის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების შესახებ, საქართველოს წინაშე და ზოგადად რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის მკაფიო და უმნიშვნელოვანეს გამოხატულებას წარმოადგენს.

ამასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის აღნიშვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორ ქვეყანასა და ხალხს შორის კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

ფრანც იოზეფ იუნგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ყველაზე წარმატებული ქვეყანაა დემოკრატიული განვითარების პროცესში მიღწეული შთამბეჭდავი წარმატების გათვალისწინებით. მან ქართულ მხარეს აგრეთვე დაუდასტურა გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამას გარდა, გერმანელმა პარლამენტარმა გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

ბუნდესტაგის დეპუტატი 2017 წლის 14-დან 17 აგვისტოს ჩათვლით სტუმრობს თბილისს და შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა