წარმომადგენლობითი „სახალხო კრება“ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.
ამის შესახებ „ ნიუსპრესს“ სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა. მისი თქმით, თუ რომელი კანდიტდატი იქნება არჩევნებში სახალხო კრებიდან მაჟორიტარად წარმოდგენილი, ამის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.
„სახალხო კრება“ და „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებენ. ივანიშვილის შეთავაზების თანახმად, შეთანხმების შემთხვევაში, კონკრეტულ რეგიონებში, კოალიცია მხარს „სახალხო კრების“ მაჟორიტარებს დაუჭერს.
სოსო ჯაჭვლიანის ინფორმაციით, ხვალ „ქართული ოცნების“ აქციას მცხეთა-მთიანეთში „სახალხო კრების“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რადგან მისივე განმარტებით, „სახალხო კრება“ ყოველთვის იქ არის სადაც ქართველი ხალხია“.

















