აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში პასპორტიზაციის ახალ ეტაპს იწყებს.
აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გალის მოსახლეობას უკვე მოუწოდებს ახალი, აფხაზეთის ე.წ. პასპორტის აღებისკენ, რადგან წლის ბოლომდე გალში ყველა მანამდე არსეული საბუთი ძალას დაკარგავს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ეს საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ქართული პასპორტების სარგებელი დაანახოს.
„ეს არის რუსეთის სრულიად არალეგიტიმური, უკანონო ჩარევა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში, როდესაც აძალებენ მოსახლეობას რუსული პასპორტების მიღებას. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ასეთ პროცესებზე და ასეც ხდება და მეორე, ჩვენ მივცეთ შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას რომ დაინახონ სარგებელი და მნიშვნელობა ქართული პასპორტების ქონის“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

















