პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლის ზუსტი თარიღი ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.
როგორც წინასწარაა ცნობილი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრის გარდა, პრეზიდენტი დეპუტატებს ახალ ინიციატივებსაც გააცნობს.
მიხეილ სააკაშვილის საანგარიშო მოხსენების შემდეგ, ორსაათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც პარლამენტში პოლიტიკური დებატები დაიწყება.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 28 ან 29 თებერვალს გამოვა.

















