logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ,,თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
,,თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
14:03 11.08.2017
პარტია „თავისუფალი დემოკრატებმა“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.
ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, თითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მათ ძალებს აღემატება.


2016 წლის 8-ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს.
რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ადგილობრივ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება. ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი რესპუბლიკურ პარტიასთან. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა.
შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა