პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს
სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით ყველა საერთაშორისო მექანიზმი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
ამის შესახებ მდინარაძემ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
„ყველა საერთაშორისო მექანიზმი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორების დახმარებისა, რომ ყველაფერს დაერქვას სახელი, როგორც ეს ხდება უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენი წარმატებული საგარეო პოლიტიკის შედეგად და რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი, ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ოკუპაცია გრძელდება დღესაც და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დღესაც ამას უნდა დაუპირისპირონ მკაცრი რეაგირება ყველა საერთაშორისო დონეზე“ - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ, 8 აგვისტოს იმყოფებოდა. ზუსტად იმ დღეს, როდესაც 2008 წლის ომის დაწყებიდან 9 წელი შესრულდა.

















