logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული გეგმის შესრულება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა
მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული გეგმის შესრულება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა
14:31 08.08.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლის შესრულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც სააკაშვილი საკუთარ „Facebook“ გვერდზე წერს, ის ქედს იხრის ქართველი ჯარისკაცებისა და იმ  მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომლებიც 2008 წელს თავდასხმის მხვერპლნი გახდნენ.

„2008 წელს, სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე.

სამი ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა შეიჭრა ჩვენს ქვეყანაში. საერთო ჯამში, 80 ათას კაციანი რეგულარული ჯარი მონაწილეობდა ოპერაციაში და უკვე 8 აგვისტოს ჩვენი დაბომბვა დაიწყო ორასმა საჰაერო ტექნიკამ. ოპერაციის მთავარი მიზანი იყო თბილისის დაპყრობა, მთავრობის დამხობა, წარმატებული რეფორმების შეჩერება და საქრთველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება.
თავდასხმა უცაბედად მოხდა, ჩვენი ოფიცრების უმრავლესობა შვებულებაში იყო, არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი კი ერაყში, პარლამენტის და მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მე, რამდენიმე დღით ადრე შევწყვიტე ოჯახთან ერთად შვებულება და დავბრუნდი, რუსეთის მიერ უკვე კონტროლირებად ტერიტორიებზე საეჭვო მოქმედებების გამო. არათანაბარი ძალების მიუხედავად, ჩვენი არმიის გმირული შეწინააღმდეგების უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენ შევძელით მტრის გაჩერება და ამით რამდენიმე ძალიან ძვირფასი დღის მოგება, სანამ როგორც იქნა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთო და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნა, რამაც უდიდესი როლი შეასრულა თბილისზე შეტევის შეჩერებაში.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი ასეულობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში და ამით გამოაჩინეს საოცარი ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ბალტიის სამი ქვეყნის და უკრაინის ლიდერები ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ და ჩვენს ხალხთან ერთად დადგნენ. საქართველო სასწაულებრივად გადარჩა და კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით განაგრძო განვითარება. პუტინმა ვერ შეძლო მისი ვერც ერთი სტრატეგიული გეგმის შესრულება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
დღეს მე ქედს ვიხრი ქართველი ჯარისკაცების და ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომლებიც გახდნენ თავდასხმის მხვერპლნი. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ!"- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში. 


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა