logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაცია გაამართლოს რამე სახის შეცდომით და რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაცია გაამართლოს რამე სახის შეცდომით და რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა
12:19 08.08.2017
საქართველოს პრეზიდენტმა, გიროგი მარველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
პრეზიდენტის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაციის - ამ ისტორიული უსამართლობის გამართლებას და საქართველოს საზღვრების შეცვლას, თუმცა არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას.

"მე მჯერა, რომ ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვდგევართ დღეს იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავის სისხლით გადაიხადა.
9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია.
რეალურად, ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ კაცობრიობის წინაშე განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა.
მაშინვე, 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაეროში აღიარეს. საქართველოს საზღვრების ურყეობა და მთლიანობა მაშინვე მთელმა კაცობრიობამ და მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა.
2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, რომ ის ისტორიული უსამართლობა - საქართველოს ოკუპაცია, გაამართლოს რამე სახის შეცდომით თუ გადაცდომით, და რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა.
ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთშორისო მეგობრობა არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ ავტომატიან, „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.
რეალურად, საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგევართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგევართ იმ სიმტკიცით რა სიმტკიცითაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიტანეთ.
და დღეს, როდესაც საქართველოში, საქართველოს მხარეში, აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ეს სრულიად უშედეგო მცდელობაა, რამენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია.
რამენაირად გამართლდეს 2008 წლის გადაწყვეტილება, ჯერ ოკუპაცია და შემდეგ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის გადაწყვეტილება. პასუხად ამ მცდელობებს, მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას.
არასდროს, არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები, მოგონილი საზღვრები არ გაყოფს მთლიანობას და ურყეობას ჩვენი ქვეყნისა.
პასუხად მე ამას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს და საქართველო ყოველთვის გამოსულა გამარჯვებული.
ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია, არანაირი ახალი ამბავი, ან ახალი რეალობა, ან ახალი გამართლება ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის.
2008 წელს კი, არა 1921 წელს მთლიანად მთელი საქართველო გადაუფორმეს ქართველმა ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირს და შულავერელები და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროშის აღმართვას, მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი და ჩვენ მაინც მივაღწიეთ ბოლოს დამოუკიდებლობას.
მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩვენს დევნილ მოსახლეობას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენს სიმტკიცეში და ურყეობაშია. არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე, თითქოს საქართველო რამენაირად, გაყოფილი, ან შერყეულია. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე და ასე იქნება! ამით ჩვენ მივაღწევთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს სუვერენიტეტს“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა