ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი ჩაიკეტა.
ეს გადაწყვეტილება სეპარატისტულმა მხარემ საქართველო-რუსეთის ომის დაწყების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, "პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით" მიიღო.
საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას 9 აგვისტოდან გეგმავს.
8 აგვისტოს საქართველო რუსეთის ომის დაწყებიდან 9 წელი სრულდება. ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის, ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

















