მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი მიიჩნევს, რომ ემიგრაციაში მყოფ ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილს ტელეკომპანია „მზის“ დაბრუნების
საქმეში პერსპექტივა არ აქვს.
როგორც დღეს დავით ბეჟუაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ტელეკომპანიის დასაბრუნებლად ბრძოლის წამოწყება ჩხარტიშვილის გადასაწყვეტია.
„არამგონია, რაიმე სამართლებრივი საფუძველი არსებობდეს. ეს მისი საქმეა, იბრძოლოს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა, არამგონია, ამ საქმეს პერსპქტივა ჰქონდეს“ – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
მისი თქმით, ვანო ჩხარტიშვილისთვის ტელეკომპანია არავის წაურთმევია.
ტელეკომპანია „მზის“ მითვისებაში ვანო ჩხარტიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თბილისის მერს გიგი უგულავასა და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილს ადანაშაულებს.
ჩხარტიშვილის ადვოკატების განცხადებით, საქართველოსთან ერთად, საქმის წარმოება პარალელურ რეჟიმში საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყება, არ არის გამორიცხული, რომ საქმე ბრიტანულმა სასამართლომაც განიხილოს.
სარჩელები ორი მიმართულებით მზადდება, პირველი - „მზის“ დასაბრუნებლად და მეორე - დამნაშავეთა დასასჯელად.

















