logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იაპონიის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
იაპონიის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
17:54 03.08.2017
საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების დღის წესრიგი. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიას შორის მყარ და ნაყოფიერ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც საერთო ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით ვითარდება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იაპონიასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მაღალ მნიშვნელობაზე. მხარეები მიესალმნენ საქართველოს და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას, რაც დამატებით სტიმულს მისცემს იაპონურ კომპანიებს აქტიურად დაინტერესდნენ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და საინვესტიციო პროექტებით.

საუბარი ასევე შეეხო, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის და ხალხთა შორისი კავშირების განმტკიცების საკითხებს.

თავის მხრივ იაპონიის ელჩმა გამოთქვა სრული მზადყოფნა აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს და იაპონიის ურთიერთობების ზრდის პროცესში და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.
მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ 3 აგვისტოს საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. აღნიშნული თარიღის ფარგლებში ქვეყნებს შორის მისალოცი წერილები გაიცვალა. საიუბილეო წლის განმავლობაში ქ. თბილისსა და ქ. ტოკიოში იგეგმება არაერთი კულტურულიღონისძიების გამართვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა