logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: აშშ-ს მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა იმ სწორი პოლიტიკის დადასტურებაა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს
მიხეილ ჯანელიძე: აშშ-ს მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა იმ სწორი პოლიტიკის დადასტურებაა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს
17:46 03.08.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და ეს იმ სწორი პოლიტიკის დადასტურებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

ვიცე-პრემიერმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მთავრობის სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ შეაფასა.

„ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მაღალ დონეზე, მე გამოვიყენებდი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს არის დადასტურება იმ სწორი პოლიტიკის, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. პოლიტიკის, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში იმ ღირებულებების განმტკიცებას და გაძლიერებას, რაც გვაერთიანებს დასავლელ პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ეს არის დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ეს დამოკიდებულება განაპირობა ასევე იმ განსაკუთრებულმა პროგრესმა , რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და ეს აღინიშნა კიდეც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდა ნდობა პარტნიორების მხრიდან და დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო თანამშრომლობა ყველა ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან და რაც მთავარია, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან“- განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საქართველოს როგორც დემოკრატიულ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში.

„ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში და ჩვენ ვხედავთ მზაობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს ეს მხარდაჭერა, იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, შეძლოს გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას და ასევე აითვისოს ახალი შესაძლებლობები,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ისტორიული უწოდა ანაკლიის პორტსა და უმსხვილეს ამერიკულ კომპანია SSA Marine-ს შორის გაფორმებულ შეთანხმება., რაც ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას და ახალ დინამიზმსა და ენერგიას შესძენს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო როგორც დროის, ასევე მისი გეოგრაფიის გათვალისწინებითაც „საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, რომლებიც აღიქმებიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მტკიცე პარტნიორებად, ეს არის დადასტურება ჩვენი ძალიან სწორი პოლიტიკის, რომელსაც ვახორციელებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში“-დასძინა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა