logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ვახტანგ ყოლბაია: მაიკ პენსის მიერ კრემლის მიმართ გამოთქმული გზავნილები შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც გამუდმებით განიცდის რუსეთის ზეწოლას
ვახტანგ ყოლბაია: მაიკ პენსის მიერ კრემლის მიმართ გამოთქმული გზავნილები შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც გამუდმებით განიცდის რუსეთის ზეწოლას
11:12 02.08.2017
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ყოლბაიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.



„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია. განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი ცხოვრებისა და სამშვიდობო მოლაპარაკების არეალს. მაიკ პენსის მიერ ევროპული ტურნეს ფარგლებში კრემლის მისამართით გამოთქმული ხმამაღალი გზავნილი -„რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს“- შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც გამუდმებით განიცდის რუსეთის ზეწოლას“- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაიას განცხადებით, ასეთი ტიპის გზავნილებს, როდესაც ის ისეთი გავლენიანი პირისგან ჟღერდება, როგორიც მაიკ პენსია, სხვა მნიშვნელობა ენიჭება.


„ყოვლისმომცველი იყო სიტყვები იმის შესახებ, რომ ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიზნით ახალი გზების მოძიების. პროცესს განაგრძობს, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილს კი ხაზგასმით გვიზიარებს - „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული“. აფხაზეთის მთავრობისა და მთელი დევნილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სიტყვები-„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს“. გულგრილად შეუძლებელია მოისმინო მაიკ პენსის გულითადი სიტყვები საქართველოს მისამართით: „გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი. პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია. ძალა ერთობაშია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და საქართველო“ როდესაც ამას მთელი მსოფლიოს გასაგონად, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი აცხადებს, მერწმუნეთ, ჩვეულებრივად ვერ აღიქვამ. ამას უკვე სხვა მნიშვნელობა ენიჭება, რაც ხვალინდელ იმედს და ჩვენს მომავალს უკავშირდება. ამავე დროს, ეს არის პასუხი კრემლის იმ ქმედებაზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს” - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა