საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ის რაც ახლა საოკუპაციო
ხაზთან ხდება რუსული პროვოკაციებია, რაც საქართველოს პროგრესის შეჩერებას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ ჯანელიძემ ე.წ. საზღვართან სოფელ არცევში რუსების მიერ მორიგი ხნულების გაკეთებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ რუსულ პროვოკაციებს რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ არ მოახდინოს ის პროგრესი, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ გავძლიერდეთ, განვვითარდეთ და მოვძებნოთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა და ასევე, დეოკუპაციის მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

















