საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პირველ პირს ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სააკაშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში Crans Montana-ს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას მან ორი ქვეყნის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში Crans Montana-ს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
იგი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევის, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის ჟან-პოლ კარტერონის პირადი მიწვევით ჩავიდა.
აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო შეწყვიტა.

















