ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკა და საქართველო
გაერთიანებულები არიან ერთობლივი ღირებულებებით, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს.
მაიკ პენსიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის ამ ვიზიტის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილებს აჟღერებს, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით.
ამის შესახებ პენსიმ შერეულ საავიაციო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოხარული ვარ რომ დღეს მოგმართავთ აქ „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს. თავისუფალი სამყაროს ლიდერის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისალმებას გადმოგცემთ. პრეზიდენტის დავალებით ვიყოფები, იმისთვის რომ მადლობა გადამეხადა იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ, იმით რომ ხართ აქ გაერთიანებულები თავისუფლების დასაცავად. თქვენ ჩვენგან საუკეთესოები ხართ. ამერიკა და საქართველო გაერთიანებულები არიან ერთობლივი ღირებულებებით, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულსიხმობს. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში ამერიკის პოლიტიკა მიმართულია ამერიკის წინსვლისა და აყვავებისთვის. „ამერიკა პირველ“ არ ნიშნავს „ამერიკა მარტოს“. ჩვენ აქ ვდგევართ, იმისთვის რომ მხარი გავუსვათ ურყევ პოზიციას და ჩვენ ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ასევე თქვენ მისწრაფებაში გიჭერთ მხარს გაწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში. ასევე მხარს ვუჭერთ მას, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვარშავის ფორუმზე აღნიშნა, ის რაც გვაკავშირების დემოკრატია, კანონის უზენაესობაა. საქართველოს დასაბამი ანტიკურ ხანებსში უნდა ვეძებოთ. საქართველო განლაგებულია იქ სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს და სამხრეთი ჩრდილოეთს ხვდება, გააჩნია უდიდესი კულტურა და მემკვიდრეობა. ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ წაგართვათ თვითმყოფადობა და ქართულმა კულტურამ დროის გამოცდას გაუძლო. არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველო საბჭოთა კავშირის საპყრობილეში იყო მოქცეული. კომუნისტური რეჟიმი იმის პერსონიფიკაციას ახდენდა, რასაც თავისუფალი სამყარო არ იღებს. საბჭოთა კავშირი ცდილობდა წაეშალა თქვენი ისტორია. საბჭოთა კავშირის მსხვრევის შემდეგ საქართველომ აღიდგინა თავისუფლება. თქვენ გაუსწორდით ევროპულ, თავისუფალ ერებს და ამერიკას მეგობრობის ხელი გაუწოდეთ. ამერიკამაც იმავეთი გიპასუხათ. მიმდინარე წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს აღნიშნავს და თქვენ პროგრესს მაღალ შეფასებას ვაძლებთ, საქრთველოს დამოუკიდებლობა დასავლეთშია. ათასობით სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა ღირსეულად ამერიკელებთან კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში. საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ავღანეთში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ მსოფლიოს მაშტაბით და დღეს ჩვენ მოვიხსენიებთ 31 დაღუპულ ქართველ ჯარისკაც, რომელმაც სიცოცხლე დათმო თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამერიკელ ხალხს ახსოვს ეს მსხვერპლი. ისინი გმირები ბრძანდებიან და გარწმუნებთ რომ ისინი მუდამ დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულებში“- განაცხადა მაიკ პენსიმ.
მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკელი მრჩევლები მაქსიმალურად ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ და ის, რაც შეიძლება უფრო დაახლოვონ ნატოში წევრობას.
„ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ახლა ყველაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე და ერთობლივი რწთვნები აღნიშნული ნათელი მაგალითი გახლავთ, იმისთვის რომ ჩვენ უფრო ძლიერები გავხდეთ, ღირსეული პარტნიორი თავს უყრის საქართველოს და სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს, ეს აძლევს საქართველოს საშულებას თავი დაიცვას მომავალში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილე გახდეს და გარწმუნებთ, რომ ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები დიდ აქცენტირებას აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, თუმცა ჩვენ აქ არ ვჩერდებით. ამერიკელი მრჩევლები მაქსიმალურად ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ და წვლილი შეიტანონ არსებული პაკეტის რეალიზებაში და საქართველო რაც შეიძლება უფრო დაახლოვონ ნატოში წევრობას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა აშშ და პრეზიდენტი ტრამპი ძლიერად უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის წევრი.
საქრთველო ლიდერია ნატოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმ კუთხით რომ საქართველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე და ამას ბევრი სხვა ქვეყანა ვერ აღწევს.
ამერიკის სამხედრო მოსამასახურეებს ვარწმუნებ, რომ თქვენი მთავარსარდალი თავის დაპირებიდან გამომდიბარე, რომ ამერიკული არმია უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი, ამაზე ყოველ დღე მუშაობს. ეს ძალა ყოველ დღე უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველაზე მეტი ხარჯები თავდაცვაში უნდა ჩაიდოს, მას შემდეგ, რაც დასრულდა ცივი ომი.
საქრთველოს სამხედრო ხარჯი თავისებურად იძულებითაა გაღებული, მაგრამ ესაა იმ ქვეყნების არჩევანი, რომლებიც თავისუფლებას იცავენ და ჩვენ ვდგევართ თავისუფლების დაცვის წინა მხარეს. თავბისუფლებისა, რომელმაც დარტყმა განიცადა რუსული მხარის მიერ დაახლოებით 2 ათწლეული წლის წინ და დღესაც ვხედავთ შედეგებს. 20%-ია ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მიწა-წყლის ოკუპაციას. გარწმუნებთ, აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. აშშ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არც ერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრონციპი.
უახლოეს ხანებში პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს რუსეთის წინაამდეგ სანქციებს, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ რუსეთთან თანამშრომლობას საერთო ინტერესების საფუძველზე, მაგრამ პრეზიდენტი და კონგრესი ერთიან პოზიციაზე დგანან რუსეთის მისამართით. უკეთესი ურთიერთობები მოითხოვს რუსეთისგან იმ დესტაბილიზაციის შეჩერებას, რომელსაც ის ახორციელებს. იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი პერიოდი დადგება, მაგრამ ბოლო ნაბიჯები არაა ამისკენ მიმართული და ვერ შეარყევს ჩვენ და ვერცერთი თავისუფალი ქვეყნის პოზიციას, ისეთის როგორიც საქართველოა. ამერიკა საქართველოს გვერდზე დამოუკიდებლობის დღიდან დგას. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისასაც ასე ვიდგებით, იმისთვის რომ გავაძლიეროთ თქვენი თავდაცვის შესაძლებლობები და კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ურთიერთობა ევროპასთან და ამერიკასთან. ჩვენ გვერდზე გიდგავართ, რადგან ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“.
ჩვენი შემართება გამყარდება ერთიანობით, თავისუფლების რწმენა გამტკიცდება. ის რწმენა, თუ ვის უნდა ჰქონდეს ეს თავისუფლება, ჩვენ დღეს ვეწვიეთ პატრიარქს. სიონის საკათედრო ტაძარში, რომელიც 1000 წლის წინ აშენდა და არის სიმბოლო ათასწლეული რწმენისა, რომელიც აძლიერებდა ქვეყანას. მე ასევე წმინდა წერილის ერთ-ერთი ნაწილი მახსენედება ამ გამოწვეევის პერიოდში: ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ჩვენი ნაბიჯის გადადგმისას. დარწმუნებულები ვართ რომ ერთ დღეს ჩვენ მოკავშირეები გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობით“- განაცხადა მაიკ პენსიმ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიც-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს გუშინ ეწვია. გუშინვე პენსი გიორგი კვირიკაშვილმა ვახშამზე მიიღო, დღეს კი მათ ოფიციალური შეხვედრა და ე ერთობლივი ბრიფინფი გამართეს. პენსი ასევე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ვიზიტს ამერიკელი სტუმარი დღეს ასრულებს.

















