ამერიკის შეერთებული შტატების ვიც-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკა საქართველოს
პროგრესს, განსაკუთრებით კი ბოლო 5 წლის განმავლობაში, დადებითად აფასებს.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ურყევ მხარდაჭერას აგრძელებს.
„ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმების საფუძველი გახლავთ, რომ ერთ წევრზე თავდასხმა გულისხმობს თავდასხმას ყველა წევრზე. პრეზიდენტმა მანამდე გააჟღერა და მე ასევე ჩემი ტურნეს ფარგლებში ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, ამერიკა იმოქმედებს ზუსტად იმის საფუძველზე, რასაც აცხადებს. ჩვენ საქართველოს მიერ ნატოს წევრობისადმი მისწრაფებას მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბატონ პრემიერთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საქართველოს დაახლოება ნატოსთან, რათა საქართველო ერთხელაც გახდეს მისი წევრი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს პროგრეს არა მხოლოდ 25 წლის განმავლობაში, არამედ ბოლო 5 წლის თვალსაზრისითაც. ამ წუთში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული ტანკები განლაგებული დაახლოებით 40 კილომეტრს დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ვიმყოფებია. აშშ გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ასევე გავაგრძელებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებას და ვეცდებით რომ ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მივაღწიოთ“- განაცხადა მაიკ პენსიმ.

















