logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: დონალდ ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: დონალდ ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი
12:48 01.08.2017
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოვეთვის მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ხელი უკვე მოაწერა.

ამის შესახებ მაიკ პენსიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტ ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქრთველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე და ამით ბევრ ნატოს წევრს ასწრებს, თუმცა ეს მძიმე რეალობითაა გამოწვეული. სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული ტერიტორიების სულ 20% გახლავთ ოკუპირებული და მე ხაზს ვუსვამ, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოვეთვის მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ. პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა და მალე მას საკანონმდებლო სახე მიეცემა, სანქციებს, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ჩვენ გვსურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება, მასთან ურთიერთობა, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი გააუქმებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს. ჩვენ გვსურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, თუმცა ბოლო ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა საწინააღმდეგოს მეტყველებს.
ჩვენ გვსურს გავაღრმავოთ საქართველოსთან ურთერთობა, რათა საქართველომ შეძლოს გადაიტანოს რუსეთის აგრესიის შედეგები.
ჩვენ ბიზნეს ურთიერთობებს გავამყარებთნ. მე მივესალმები რომ საქართველოს მოსახლეობას მეტი შესაძლებლობები ექნება ეკონომიკური კუთხით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამ სფეროში.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს დონალდ ტრამპის სიტყვებს, ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ, ჩვენ ვაგრძელებთ მოკავშირეობას საქართველოსთან, საქართველო დასავლეთთანაა დაკავშირებული. ჩვენი ძალა ყოველთვის ჩვენ ერთიანობაში იქნება“- განაცხადა პენსიმ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა