ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, აშშ ყოველთვის
ქართველი ხალხის გვერდით დგას.
მისივე თქმით, საქართველომ შეძლო და ათასწლეულების განმავლობაში უმდიდრესი ტრადიციები შექმნა.
ამის შესახებ ამერიკელმა სტუმარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბატონო პრემიერო, ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებითვის, იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და ჩემი მეუღლის მიმართ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ახლა ჩემი ვიზიტი ამ ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ გვერდით ვდაგავართ. ის რომ ამერიკა ნომერ პირველია ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტოა ამ გზაზე, ამერიკა ქართველების გვერდით დგას. დღევანდელი წელი 25 წლის აღმნიშვნელია ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა. საქართველო იმყოფება ცივილიზაციის გზაგასაყარზე. ათასწლეულების მანძილზე საქართველომ შექმნა უმდიდრესი ტრადიციები, გააჩნია საკუთარი ენა. გუშინ საღამოს პირველად ვეზიარეე ქართულ სუფრას, ტრადიციულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური, ოსური სიმღერები და ცეკვები. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა და ჩვენ ველით შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან სიონის საკათედრო ტაძარში.ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შტაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე.
საქართველო იმყოფებოდა ხალხთა საპყრობილეში-საბჭოთა კავშირში. შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჭიმი და საქართველომ ხელი გაუწოდა დასავლეთის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს. ჩვენი ძალისხმევის სრული რეალიზება მოვახდინოთ, რათა განხორციელდეს უსაფრთხოების სიტუაციის კიდევ უფრო განმტკიცება. საქართველო გახლავთ ამერიკის პარტნიორი უკვე ათწლეულებია. საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელებთან ერთად იბრძვიან კოსოვოში, ავღანეთში. რაც შეეხება ავღანეთს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი გადაისროლა საქართველომ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. საქართველოს 31-მა მოქალაქემ სიცოცხლე შესწირა. ამერიკელები ქართველებთან ერთად გლოვობენ მათ დაღუპვას. დღეს მიმდინარეობს წვრთნა გლობალური პარტნიორის, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას გაამყაროს თავდაცვისუნარიოანობა.
პრეზიდენტ ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამინტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქრთველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე და ამით ბევრ ნატოს წევრს ასწრებს, თუმცა ეს მძიმე რეალობითაა გამოწვეული. სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული ტერიტორიების სულ 20% გახლავთ ოკუპირებული და მე ხაზს ვუსვამ, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას" - განაცხადა მაიკ პენსიმ.
მაიკ პენსი საქართველოს დღეს დატოვებს.

















