logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-ის მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში უმნიშვნელოვანესია
გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-ის მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში უმნიშვნელოვანესია
12:04 01.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დიპლომატიური ურთიერთობების გაღმავებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის სურვილს ადასტურებს.
ამის შესახებ პრემიერმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიმ პენსთან გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას იმ თემებზეც ისაუბრა, რაზეც მასა და მაიკ პენს შორის შეხვედრაზე შედგა საუბარი.
„ქალბატონებო და ბატონებო, მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებულოი შტატების ვიცე-პრზიდენტს, არამედ ამ მოკლე პერიოდში შეძენილ დიდ მეგობარს, ბატონ მაიკ პენსს და მოხარული ვართ, რომ იგი მეუღლესთან ერთად ჩამობრძანდა. მიუნხენში ჩვენი მოკლე გაცნობის შემდეგ პატივი მქონდა პრეზიდენტის მიწვევით გამემერთა შეხვედრები ვაშინგტონში, დღეს კი თბილისში გავაგრძელეთ ჩვენი დიალოგი, თქვენი სტუმრობა, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპისა და თქვენს სურვილს გააღრმავოთ დიპლომატიური ურთიერთობა. წელს 25 წელი შესრულდა ჩენი ურთიერთობების დამყარებიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის როლი ჩვენი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე იყო და არის უმნიშვნელოვანესი. თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარაა არც საბჭოური და არც პოსტ-საბჭოური ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია. ასევე ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონალური სტაბილურობის პროცესში. ქართველი ხალხი დიდად აფასებს ამერიკელი ხალხის მეგობრობას და მტკიცე მხარდაჭერას.
ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩენ დღეს ვისაუბრეთ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის. პირველ რიგში, მინდა გამოვყო და მივესალმო ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თქვენი შეხვედრა ღირსეული პარტნიორის წევრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ისე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ. წელს ჩვენ შევათანხმეთ ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიონობის განმტკიცებას“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო ამერიკული ბიზნესისთვის სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება.

„აშშ-მა ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საქრათველოს მთელი ამ 25 წლის განმავლობაში და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უფრო მეტად საინტერესო ვხდებით ამერიკული ბიზნესისთვისაც. ჩვენ დღეს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებლითა და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობა გახლავთ. ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნეს ინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კონტი ჯგუფის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის კონსორციუმსა და ამერიკის მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ ოპერატულ კომპანია „ესესეი მარინს“ შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელბს ინვესტიციას პროექტში, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერსს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს.
ჩვენ აშშ-თან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოების მდგრადობას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით მომავლაშიც, ჩვენ ვართ ის პარტნიორი, რომელიც მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვს, რომელიც ორმხრივ სარგებელზე იქნება დაფუძნებული. საქართველო ამერიკისთვის რეგიონში მნშვენლოვან პარტნიორს წარმოადგენს, ასევე იმის გამოც, რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. ისეთი როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ამერიკამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენი დემოკრატიული განვითარება კი წინაპირობა გახლავთ იმისათვის, რომ ჩვენ შევძლებთ მდგრადი და სტაბილური სახელმწიფოს განვითარებას რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის დაცვას და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“- განაცხადა კვირკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
„აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ჩვენ ძალაინ ვაფასებთ აშშ-ის მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. უპრეცედენტო იყო პრეზიდენტ ტრამპისა და პირად თქვენი, პატონო ვიცე-პრეზიდენტო, ასევე ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ დიდი გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენს ქვეყანას აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშვენლოვანია, რომ მაღალი დონის ჩარევით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც კონფლიქრტის პოლლუტიკური დარეგულირების მიმართულებით.
და ბოლოს, მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევასა თუ საფრთხეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტის უაღრესად დიდი მნიშვნელობას და მიღწეულ შედეგებს. მეტად ვაფასებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ვიცე-პრეზიდენტი პირველი ორმხრივი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია საქართველოს. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს საქართველოში სტუმრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საქმეში მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი ძალისხმევით კიდევ ერთხელ გავაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ამავდროულად, მოხარული ვართ ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს გავაცნოთ ქართული კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა, რომლითაც ესოდენ ამაყობს ქართველი ერი“- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა