საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ
მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსხაურის ინფორმაციით, სტუმრებმა ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა.
მაიკ პენსი საქართველოს გუშინ ეწვია. დღეს ის ოფიციალურ შევედრას გამართავს გიორგი კვირიკაშვილთან, ხოლო მოგვიანებით იგი საქართველოს დატოვებს.

















