logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მაიკ პენსი: აშშ-ს პრეზიდენტმა მომავლინა თქვენთან გზავნილით - ჩვენ მხარში გიდგავართ საერთო ღირებულებების სამსახურში
მაიკ პენსი: აშშ-ს პრეზიდენტმა მომავლინა თქვენთან გზავნილით - ჩვენ მხარში გიდგავართ საერთო ღირებულებების სამსახურში
10:20 01.08.2017
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ის გზავნილით მოავლინა საქართველოში, რომლის მიხედვითაც აშშ საქართველოს გვერდით დგას თავისუფლების სამსახურში.
ამის შესახებ მაიკ პენსიმ პრემიერთან შეხვედრისას, ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან, მაიასთან, და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება.
ჩემთვის პირადად და პრეზიდენტისთვის, დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა თეთრ სახლში. მადლობას მოგახსენებთ გულთბილი დახვედრისთვის, იმ სითბოსთვის, რომლითაც თქვენ გვმასპინძლობთ მე და ჩემს მეუღლეს, კერენს, თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში.
ნება მომეცით, გადმოგცეთ მოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტისგან. მან მომავლინა აქ ძალიან მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის - ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში!
განსაკუთრებით მადლობელი ვარ ხვალ დაგეგმილი შეხვედრებისთვის, თქვენს და ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ ერთობლივი ოპერაციების ფარგლებში.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას. ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის. მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ ქართული ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობისთვის და თბილი მიღებისთვის.
კერძები, სიმღერა, ცეკვა, რომლებითაც ჩვენ მალე დავტკბებით უბრალოდ საუცხოოა, ისევე საუცხოო, როგორც ყველაფერი თქვენს ქვეყანაში, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ გაზიარებისთვის“- განაცხადა პენსიმ.
მისივე განცხადებით, ქართველებსა და ამერიკელებს დამოუკიდებლობის სულისკვეთება აქვთ საერთო.

„ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ, იბრძოლონ ბოლომდე. ამ მხრივ, თქვენ გამოგარჩევთ ჩვენი მიწისთვის დამახასიათებელი სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც საერთოა ქართველებისა და ამერიკელებისთვის. როგორც კი თქვენს ქალაქში ჩამოვფრინდით, ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ. ამან მართლაც მძლავრი ემოციები აღძრა ჩვენში. მე ქართველი ხალხი გავიცანი თქვენი სახით. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება თქვენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.
ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია, წარმოვადგენდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დიდი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანაში.
იმედის თვალით შევყურებ ჩვენს დისკუსიას და ურთიერთობას ხვალ. ახლა კი გთხოვთ, უბრალოდ შემომიერთდით და ავწიოთ ჭიქები. მე ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოჯახისა და ამ დიადი ერისადმი თქვენი ერთგულების სადღეგრძელოს! ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ნება მომეცით, შევსვა თავისუფალი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს სადღეგრძელო! გაუმარჯოს ნათელ მომავალს, თავისუფლებას, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ ერთმანეთს“- განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა