logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  პრემიერი: აშშ-ის დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო
პრემიერი: აშშ-ის დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო
10:05 01.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, საქართველო კვლავ საშინაო და რეგიონული მშვიდობის შენარჩუნებისთვისაა მონდომებული.
მისივე თქმით, საქართველოს წარმატებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა და დახმარება ძალაინ მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ პრემიერმა ამერიკის შეერთებული სტატების ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართველი ერის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი სტუმრობის დრო - სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. დროის ამ მოკლე მონაკვეთში საქართველო სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან თანამედროვე, ევროპულ დემოკრატიად იქცა.
ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა და დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი წარმატებისათვის. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ამერიკის მადლიერი ვართ, მისი დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო. საგარეო გამოწვევების, სამხედრო და კიბერსაშიშროების მიუხედავად, საქართველოს მონდომება, შეინარჩუნოს საშინაო და რეგიონული მშვიდობა, უცვლელია. აშშ-ი საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ესაა პარტნიორი, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს.
ჩვენი მიზანია, ხელახლა დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა მიგვეღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, იქნებოდა ეს ევროკავშირთან შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ თუ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული კავშირები და თავგანწირვა ქართულ და ამერიკულ სამხედრო ძალებს აახლოებს.

„ვიცე-პრეზიდენტო პენს, მოხარული ვარ, რომ თქვენ აპირებთ მიმართოთ ღირსეული პარტნიორის პროგრამის მონაწილეებს - ჩვენს მამაც ჯარისკაცებს. განსაკუთრებული კავშირები და არნახული თავგანწირვა ჩვენს სამხედრო ძალებს კიდევ უფრო აახლოებს - ისინი ამჟამად მხარდამხარ იბრძვიან ექსტრემიზმის წინააღმდეგ და ეს კავშირები უნდა შევინარჩუნოთ. ყოველდღიურად აღმაფრთოვანებს მათი სიმამაცე და თავგანწირვა, რაც ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაცულობის წინაპირობაა. ჩვენს შორის ნამდვილად ძმური კავშირია.
როგორც აშშ დგას მარად ჩვენ გვერდით ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად. მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე.
1990-იან წლებში ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლა თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. სწორედ ამ დროს მომეცა შესაძლებლობა, ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში, როგორც მასკის სტიპენდიატს გამეგრძელებინა. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამა იყო.
ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა. მათ პირველი დღიდან მიმიღეს საკუთარ ოჯახში და დღემდე ამ დიდი, ამერიკული ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა სამშობლოში დაბრუნებულს სახელმწიფო სამსახურში არაერთხელ დამხმარებია, რასაც იქ ყოფნის დროს ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს შეგრძნება ყოველდღიურად მეხმარება. ის განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა; რომ ის, რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია.
ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, საქართველო აკვირდებოდა თქვენს ვიზიტს ესტონეთში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელით აღნიშნეთ, რომ “ამერიკის პირველ რიგში” არ ნიშნავს “მარტო მყოფ ამერიკას” - ჩვენ, ქართველები ამ შთამბეჭდავ განცხადებას ვაფასებთ.
მეგობრებო, ვიცე-პრეზიდენტო პენს, ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან.
ახლა კი სიტყვას თქვენ გადმოგცემთ“- განაცხადა პრემიერმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა