ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
დღეს დაახლოებით 19:00 საათზე დაეშვა.
მაიკ პენსს, რომელიც საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვია, აეროპორტში საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.
გიორგი კვირიკაშვილი დღეს საღამოს ამერიკელ სტუმარს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს, ხოლო შეხვედრებს მაიკ პენსი ხვალ გამართავს.
1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა. იგეგმება ერთობლივი პრესკონფერენცია.
ხვალვე, მაიკ პენსი სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. ასევე იგეგმება მისი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

















