წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ძალადობას და დაშინებას - ეს განცხადება აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს, პარლამენტში
NDI -ს რეკომენდაციებზე საუბრისას გააკეთა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, NDI-ის დასკვნაში მნიშვნელოვანია რეკომენდაცია ძალადობაზე უარის თქმის შესახებ, რაც ნებისმიერ პირს, პოლიტიკურ პარტიას თუ რიგით მოქალაქეს ეხება.
„მოვუწოდებ ყველას, ვის მიმართაც არის ეს რეკომენდაციები, რომ სერიოზულად მიუდგნენ საკითხს და გაითვალისწინონ ანგარიშში ასახული დებულებები“- განაცხდა ბასმა.
მისივე თქმით, რთულია იპოვო უკეთესი ექსპერტები, ვინც ამ სფეროში შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ და რეკომენდაციებს წარადგენენ.
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს წინასაარჩვენო პერიოდში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელთა მიხედვით, პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ფინანსების უკანონო ხარჯვისგან, კონტროლის პალატამ საარჩევნო კამპანიის დროს ყველა გამოძიება სიღრმისეულად და მიუკერძოებლად უნდა ჩაატაროს. NDI-ის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან მტრის ხატის შექმნა. ამასთან, ერთ-ერთი რეკომენდაციაა ყველა ძალადობრვი ინციდენტის მიუკერძოებლად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

















