logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერია: კონრეტული მედიასაშულების მიერ გავრცელებული ტყუილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
თბილისის მერია: კონრეტული მედიასაშულების მიერ გავრცელებული ტყუილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
11:40 29.07.2017
თბილისის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მთავრობამ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დაასაქმა.
მერიის პრესსამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
"ამასთან, მეტი თვალსაჩინოებისთვის განვმარტავთ, რომ 1-ლი ივლისიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს უფლებამოსილებები შეუწყდათ, რაც შესრულდა დადგენილი წესით და მოვალეობის შემსრულებლებმა საკუთარი საქმიანობა განაგრძეს თბილისის მერიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გარდა ამისა, ახალი კანონით თბილისის მერიასა და ყველა საჯარო სამსახურს დაევალა გაეუქმებინა იმ პირების შტატები, რომლებიც ასრულებდნენ დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებს და აღნიშნული ადამიანები თბილისის მერიაში საქმიანობას შრომითი ხელშეკრულებებით განაგრძობენ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონის ამოქმედების მომენტიდან, არცერთი დამატებითი თეთრი სახელფასო ფონდიდან არ გასულა და თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხვოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო.
რაც შეეხება კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს, დედაქალაქის მერია მალავს ხელშეკრულებებით დასაქმებულპირთა სიას, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კანონმდებლობით დადგენილია პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების წესი, კერძოდ, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გაასაჯაროვოს პერსონალური მონაცემი, თუ სუბიექტი თანამდებობის პირია, დანარჩენ შემთხვევაში პერსონალური მონაცემი დაცულია გამჟღავნებისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საფუძვლებისა.
მედიასაშუალების ეთერშიგასული სიუჟეტი ცრუ ინფორმაციასთან ერთად გადაუმოწმებელ ფაქტებსაც შეიცავდა. მაგალითისთვის, სიუჟეტში დასახელებული მედეგობის მრჩეველი, რომელიც თითქოსდა მერზე მაღალ ხელფასს იღებს, გახლავთ პირი, რომელსაც თბილისის მერიისგან ხელფასი არ ერიცხება და მისი შრომის ანაზღაურებას როკფელერის ფონდი უზრუნველყოფს - პროექტ „100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება"-აცხადებენ მერიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა