საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის
მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი სამართლებრივი საქმეა და უკრაინული მხარის გადასაწყვეტია.
ამის შესახებ კელიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი არის მიმდინარე სამართლებრივი საქმე და ამ თემასთან დაკავშირებით დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
რაც შეეხება, ამერიკის პოზიციას, ჩვენ მსგავს თემებს ვუყურებთ საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ჭრილში. ამ კონკრეტულ მოქმედებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა რომ ესაა უკრაინის ქვეყნის საქმე და მათი გადასაწყვეტი“- განაცხადა იან კელიმ.

















