ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, იმისთვის რომ კონსტიტუცია ლეგიტიმური
იყოს, ამასთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი უნდა იქნას მიღწეული.
მისივე თქმით, ვენეციის კომისია ვერ ჩაერევა ამ პროცესში, თუმცა იგი ქართულ პოლიტიკურ ძალებს რეკომენდაციას აძლევს და მათ კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.
„პრობლემა შემდგეშია - საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე დაამტკიცეს მეორე მოსმენით და მას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამ. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვეთ, იმისთვის რომ კონსტიტუცია იყოს ლეგიტიმური თქვენ უნდა მიაღწიოთ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსს. თქვენ არ გექნებათ დემოკრატიული და ლეგიტიმური კონსტიტუცია, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე დაეთანხმება, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში რომ განეახლებინათ კონსტრუქციული დიალოგი, რათა მოიძებნოს კარგი გამოსავალი და კონსტიტუცია მიღებული იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით, ამისთვის ყველა პარტია უნდა წავიდეს კომპრომისზე. ვენეციის კომისია ვერ ჩაერევა ამ პროცესში. ეს ქართველი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტა გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც გავიგეთ, რომ ახალი საარჩევნო სისტემა ძალაში მხოლოდ 7 წელში შევა. მოგეხსენებათ 7 წელი საკმაოდ დიდი პერიოდია“- განაცხადა ბუკიკიომ.

















